„სიენენი“ - ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი დღეს კენჭს უყრის ირანის თავდასხმაზე საპასუხო ზომებს
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი ირანის თავდასხმაზე საპასუხო ზომებს დღეს კენჭს უყრის.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი იქნება „ძლიერი, ზუსტი და უპირველეს ყოვლისა, მოულოდნელი“.