„სიენენი“ - ისრაელი და აშშ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ერთობლივ წვრთნას მართავენ
ისრაელი და აშშ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ერთობლივ წვრთნას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
სამხედრო სწავლებაში, რომლის სახელწოდებაა Juniper Oak-ი, 100 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და ისრაელის 42 თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას, ასევე მანევრებში ჩართული იქნება ავიამზიდ „ჯორჯ ბუშის“ საბრძოლო ჯგუფი. პენტაგონის ცნობით, წვრთნაში მონაწილეობს 6500-მდე ამერიკელი და 1100-მდე ისრაელელი სამხედრო.
როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ აღნიშნავს“, მასშტაბური ერთობლივი წვრთნა არის მკაფიო გზავნილი ირანისთვის და ხაზს უსვამს აშშ-ისა და ისრაელის კავშირის სიმტკიცეს.