„სიენენი“ - ირანის პრეზიდენტი იემენზე აშშ-ის თავდასხმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამ ქმედებით აშშ-მა „აგრესიული ბუნება“ გამოავლინა
ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა იემენზე აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმა გააკრიტიკა, – ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
როგორც მედია წერს, აღნიშნულის შესახებ რაისმა „ჰუსიტების“ ოფიციალურ პირთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ ამ ქმედებით აშშ-მა „აგრესიული ბუნება“ გამოავლინა.
„ეჭვგარეშეა, მსგავსი ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ საგარეო აგრესიას და ახლა თამაშობენ ეფექტურ როლს პალესტინელი ხალხის დაცვაში, მიუღებელია და დაგმობილია მსოფლიოს თავისუფლების მსურველი ქვეყნების მიერ“, – განუცხადა რაისმა „ჰუსიტების“ უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელს.
აშშ-ის სამხედროების ცნობით, აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგო.