„სიენენი“ - ირანის მოსალოდნელი თავდასხმის გამო, აშშ და ისრაელი ერთობლივი თავდაცვისთვის ემზადებიან
ირანის მოსალოდნელი თავდასხმის გამო, აშშ და ისრაელი ერთობლივი თავდაცვისთვის ემზადებიან. ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის მთავრობის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია, რომ ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ, ირანიდან დაგეგმილია თავდასხმა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, რა სახის თავდასხმა არის მოსალოდნელი ირანის მხრიდან ან რა ნაბიჯებს დგამენ ამერიკელი სამხედროები.
„ირანი, მისი პარტნიორები ან მისი მარიონეტები თუ გამოიყენებენ ამ მომენტს რეგიონში ამერიკელი პერსონალის ან ინტერესების სამიზნეში ამოსაღებად, შეერთებული შტატები მიიღებს ყველა საჭირო ზომას ჩვენი ხალხის დასაცავად“, – აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.