„სიენენი“ - ირანის 30-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები სავარაუდო მასობრივი მოწამვლის შემთხვევებზე საუბრობენ
„სიენენი“ - ირანის 30-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები სავარაუდო მასობრივი მოწამვლის შემთხვევებზე საუბრობენ

ირანის 30-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები სავარაუდო მასობრივი მოწამვლის შემთხვევებზე საუბრობენ. როგორც „სიენენი“ იუწყება, ბოლო თვეების განმავლობაში ასეულობით მოსწავლეს შფოთვისა და დაბუჟების შეგრძნება აქვს.

დასავლური მედია წერს, რომ ირანის ოფიციალური პირები გოგონების შესაძლო მოწამვლაში თეირანის მტრებს ადანაშაულებენ.

როგორც ირანის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, გოგონებს მსუბუქი მოწამვლის ნიშნები ჰქონდათ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მოსწავლეები, შესაძლოა, მკაცრი ისლამისტური პოლიტიკის მომხრე ჯგუფების სამიზნე იყვნენ, რომლებიც გოგონების განათლებას ეწინააღმდეგებიან.

დასავლური მედია წერს, რომ სავარაუდო მოწამვლის შემთხვევები ხდება ირანისთვის განსაკუთრებულ დროს, როდესაც სექტემბერში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რამდენიმე თვეა, საპროტესტო გამოსვლებია.