„სიენენის“ ცნობით, ირანი აშშ-ის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმით დაიმუქრა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს განცხადება ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენლებმა „ტელეგრამის“ არხზე გაავრცელეს.
„პენტაგონი ირანის იერიშზე პასუხს აპირებს. ასეთ შემთხვევაში, გიპასუხებთ აშშ-ში“, – ნათქვამია „ტელეგრამის“ არხით გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე არხზე „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენლები არაბეთის გაერთიანებული საემიროების, კერძოდ დუბაისა და ისრაელის, კონკრეტულად – ხაიფას მიზანში ამოღებით იმუქრებიან.