„სიენენი“ - გერმანიაში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ყოველ მეხუთე ინფიცირებულში ვლინდება
გერმანიაში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ყოველ მეხუთე ინფიცირებულში ვლინდება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, მაშინ, როცა ინფიცირების ახალი შემთხვევები და აცრილი ადამიანების რაოდენობა მცირდება, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტების რაოდენობა მატულობს.
„კარანტინის დასრულების მოთხოვნა იზრდება და ეს შესაძლებელია, თუმცა მეტი ყურადღება გვჭირდება, რათა ჩვენი მიღწევები საფრთხეში ქვეშ არ მოვაქციოთ“, – განაცხადა შპანმა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით კი, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია.
გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 9 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 508 პაციენტი კი გარდაიცვალა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 57-მდე შემცირდა. მანამდე კი ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ შვიდდღიანი მაჩვენებლით, ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 35-მდე შემცირდება.
გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ხუთ მილიონ ადამიანს გაუკეთდა, სამ მილიონს კი ორივე დოზა აქვს გაკეთებული. იენს შპანის თქმით, მომავალი კვირის ბოლომდე გერმანიის მასშტაბით 10 მილიონი ვაქცინა გადანაწილდება.