„სიენენი“ - გაერო აცხადებს, რომ პუტინი პრინციპში დათანხმდა გაერო-ს და წითელი ჯვრის მონაწილეობას „აზოვსტალის“ ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრინციპში დათანხმდა გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ გაერო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა გაერო-ს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და მათ [გუტერეშმა და პუტინმა] განიხილეს ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები“, – აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ერთმანეთს მოკოვში შეხვდნენ.