„სიენენი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიისთვის ჩინეთის დასჯას აპირებს
„სიენენის“ ცნობით, ტრაპის ადმინისტრაცია მუშაობს გრძელვადიან გეგმაზე, რათა კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთი დასაჯოს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლში რამდენიმე ანონიმურმა წყარომ დაადასტურა.
როგორც იუწყებიან, გეგმა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„ჩვენ მოვნახავთ გზას, რათა ვაჩვენოთ ჩინეთს, რომ მისი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, – „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
შეგახსნებთ, თეთრ სახლში მოითხოვენ გამოძიების ჩატარებას, რათა დადგინდეს ვირუსის გავრცელების წყარო.