„სიენენი“ - დონალდ ტრამპი ატლანტაში გაემგზავრა, რათა ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდეს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ ჯერსის გოლფის კლუბი დატოვა და ატლანტაში გაემგზავრა, რათა ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდეს, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, მისი 18 თანაბრალდებულის მსგავსად, რომლებიც უკვე ჩაბარდნენ, ციხეში ტრამპის პროცესი, სავარაუდოდ, სწრაფად დასრულდება, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ადვოკატებმა ხუთშაბათამდე მოლაპარაკებები აწარმოეს. შეთანხმების საფუძველზე, ტრამპი დათანხმდა 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს გადახდას. მას, ასევე, ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, ასევე ნებისმიერ მოწმეზე ან 30 დაუსაბუთებელ თანამონაწილეზე.
ტრამპს ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე. ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.