„სიენენი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას ნება დართო, ითანამშრომლოს აშშ-თან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობასთან დაკავშირებით
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას ნება დართო, ითანამშრომლოს აშშ-თან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სიენენს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
როგორც „სიენენი“ წერს, მაღალჩინოსნის განმარტებით, ნეთანიაჰუს თანხმობა გულისხმობს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ისრაელის მოქალაქეების დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ჩრდილოეთ ისრაელში.
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი ასევე ჩართულია ამ პროცესში, თუმცა, ამერიკული მხარე „ჰეზბოლასთან“ პირდაპირ არ საუბრობს.
მანამდე, „სიენენი“ წერდა, რომ ამერიკა სასწრაფოდ მუშაობდა გეგმაზე ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის შესამცირებლად, რადგან ოფიციალური პირები სულ უფრო შეშფოთებით უყურებენ კონფლიქტის გაფართოების პერსპექტივას.