„სიენენი“ - ბარაკ ობამამ და ნენსი პელოსიმ პირად საუბრებში ჯო ბაიდენთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პირად საუბრებში ჯო ბაიდენისა და მისი საარჩევნო კამპანიის შესახებ ილაპარაკეს.
გამოცემის ცნობით, როგორც ობამა, ისე პელოსიც შეშფოთდნენ, თუ რამდენიმე რთული გახდა, მათი აზრით, ბაიდენის მიერ დონალდ ტრამპის დამარცხება. თუმცა, როგორც „სიენენი“ წერს, არცერთი მათგანი არაა დარწმუნებული, რა უნდა გაკეთდეს ამ სიტუაციაში.
„სიენენი“ ასევე წერს, რომ დემოკრატებს სურთ, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საარჩევნო კამპანიას და ისინი სთხოვენ ობამას ან პელოსის დახმარებას.
მედიის ცნობით, ჟურნალისტები ესაუბრნენ კონგრესის ათზე მეტ წევრს და სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ კავშირი ობამასა და პელოსისთან. ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ ბაიდენის კანდიდატობის დასასრული უფრო ნათლად იგრძნობა და ახლა კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მოხდება ეს.