„სიენენი“ - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, 2.5 მილიარდი დოლარის ღირებლების პაკეტს ამზადებს, რომელშიც Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანებიც შევა
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, 2.5 მილიარდი დოლარის ღირებლების პაკეტს ამზადებს, რომელშიც Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანებიც შევა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირის ბოლომდე ელიან.
პაკეტში ასევე შევა „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანები და ნაღმმედეგი „ემ-ერ-ეი-ფის“ ტიპის მანქანები, „ჰაიმარსის“ სისტემები. თუმცა, დახმარების პაკეტში ვერ მოხვდა შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტები და ტანკები, რომლებსაც უკრაინა უკვე დიდი ხანია, ითხოვს.