„სიენენი“ - აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი აგვისტოსთან შედარებით 35 პროცენტით შემცირდა
„სიენენი“ - აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი აგვისტოსთან შედარებით 35 პროცენტით შემცირდა

აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი აგვისტოსთან შედარებით 35 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა აშშ-ში 312 000-მა ადამიანმა გაიკეთა. გასულ კვირასთან შედარებით, აცრილთა რაოდენობა 7%-ით, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 35%-ით შემცირდა.

ამჟამად აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია 182 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 54,9%-ს შეადგენს.