„სიენენი“ - აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთს ჯერჯერობით არ აქვს სერიოზული ტერიტორიული წინსვლა დონბასში
აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთს ჯერჯერობით არ აქვს სერიოზული ტერიტორიული წინსვლა დონბასში. როგორც „სიენენი“ წერს, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული ჯარების მხრიდან რამდენიმე ახალი შეტევა დააფიქსირეს, რომლებიც, როგორც ჩანს, საცდელი შეტევებია უკრაინის თავდაცვის შესამოწმებლად.
მათი თქმით, ფრონტის ხაზები სტატიკური რჩება და ჯერჯერობით არც ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია არ გადასულა რომელიმე მხარის ხელში.
ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 800 მილიონიან პაკეტს ამზადებს, რომელშიც ძირითადად საარტილერიო სისტემები და შესაბამისი საბრძოლო მასალა იქნება შეყვანილი.