„სიენენი“ - აშშ ისრაელს ამერიკული შეიარაღების შესაძენად 3.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
აშშ ისრაელს ამერიკული შეიარაღების შესაძენად 3.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.
„სიენენის“ ცნობით, აღნიშნული თანხის გამოყოფაზე თანხმობა კონგრესმა რამდენიმე თვის წინ გასცა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე აცნობა კონგრესს, რომ თანხა გამოიყოფა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების 14.1-მილიარდიანი პაკეტიდან, რომლის შესახებ კანონპროექტიც აპრილში მიიღეს.