„სიენენი“ - აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარები უკრაინაში დამატებით ძალებად გადაჰყავს
„სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუს სამხედროებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ჯარები უკრაინაში დამატებით ძალებად გადაჰყავთ.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეამჩნია საქართველოს ტერიტორიიდან სამხედროების გარკვეული რაოდენობის გადაადგილება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ პენტაგონს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა რაოდენობის ჯარისკაცები ან რა ვადით გაიყვანა ოფიციალურმა მოსკოვმა.
„ჩვენ ახლა გვაქვს ნიშნები, რომ მათ საქართველოდან უკრაინის მიმართულებით გაჰყავთ ძალები“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა.
„სიენენი“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები საქართველოში მას შემდეგ იყვნენ განლაგებული, რაც რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში 2008 წელს.