„სიენენი“ - აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა იემენის სანაპიროს მახლობლად გემიდან სამი რაკეტა ჩამოაგდო
„სიენენი“ - აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა იემენის სანაპიროს მახლობლად გემიდან სამი რაკეტა ჩამოაგდო

აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა იემენის სანაპიროს მახლობლად გემიდან სამი რაკეტა ჩამოაგდო. ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ამერიკული ხომალდის მეშვეობით სანაპიროდან ნასროლ რაკეტებს ცეცხლი გაუხსნეს და გაანეიტრალეს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რაკეტები გასროლილი იქნა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუთის“ მებრძოლების მიერ, რომლებიც ჩართული არიან იემენში მიმდინარე კონფლიქტში.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გაურკვეველია, იყო თუ არა ამერიკული ხომალდი იემენიდან ნასროლი რაკეტების პირდაპირი სამიზნე.