„სიენენი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ხელახლა არჩევაში დახმარება ჩინეთის ლიდერს სთხოვა
„სიენენი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ხელახლა არჩევაში დახმარება ჩინეთის ლიდერს სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპმა ხელახლა არჩევაში დახმარება ჩინეთის ლიდერს სთხოვა. ამის შესახებ საუბარია ჯონ ბოლტონის წიგნში, სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჯონ ბოლტონი წერს, რომ შესაბამისი საუბარი დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის 2019 წლის ივნისში, ოსაკაში, დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაზე გაიმართა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ამბობს, ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ „ამერიკელი ფერმერები მის მთავარი ელექტორატს წარმოადგენენ და 2020 წლის არჩევნებზე მისი გამარჯვება დიდწილად მათზეა დამოკიდებული“. ამიტომ, როგორც ბოლტონი წერს, ტრამპმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერს შეისყიდოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია აშშ-ში.

„მათ შორის, საუბარი იყო სოიოსა და ხორბალზე, რომელთა ჩინეთის მიერ შესყიდვის შემთხვევაში, ტრამპის მოსაზრებით, ფერმერების მდგომარეობა გამოსწორდება და არჩევნებზე ისინი მხარს მას დაუჭერენ. სანაცვლოდ კი, ტრამპი ჩინეთს მათ პროდუქციაზე ზოგიერთი ტარიფის მოხსნას სთავაზობდა“, – ნათქვამია ბოლტონის წიგნში.