„სიენენი“ - 26 მაისის შემდეგ აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს 4 000 ადამიანი დააკავეს
26 მაისის შემდეგ აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს 4 000 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც მესამე ხარისხის მკვლელობაში დასდეს ბრალი, დაკავებულია. ის სასამართლოში დღეს უნდა მიეყვანათ, თუმცა პროცესი 8 ივნისამდე გადაიდო.
დაღუპულის ოჯახის წევრები შოვინისთვის ბრალის დამძიმებასა და ფლოიდის დაკავების მცდელობის დროს ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელების დაპატიმრებასაც ითხოვენ.