სიდნეიში „ძლიერთა თამაშებში“ მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად მიღება გაიმართა
სიდნეიში „ძლიერთა თამაშებში“ მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად მიღება გაიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი დოლიძემ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად სიდნეიში მიღება გამართა.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მოასპარეზეებს სპორტის შვიდ სახეობაში მონაწილეობისას გამოჩენილი შემართებისა და თავდადებისთვის და კიდევ ერთხელ მიულოცა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლების მოპოვება. ამასთან, ელჩმა მადლობა გადაუხადა ავსტრალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს გუნდის გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.

მიღების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი კონტიგენტის მონაწილეობისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშები“ 27 ოქტომბერს დასრულდა. შეჯიბრის ფარგლებში, მჯდომარე ფრენბურთში მოასპარეზე ქართველ სამხედროთა გუნდმა ფინალურ მატჩში გაერთიანებული სამეფოს გუნდი დაამარცხა და ორგზის ჩემპიონი გახდა.