სიდნეიში 33- სართულიანი შენობა ინგრევა. საცხოვრებელი კომპლექსიდან მოქალაქეების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.
საქმე ეხება სიდნეის ცენტრში მდებარე ახალაშენებულ ცათამბჯენს, რომლის მცხოვრებლების თქმით, დღეს მეათე სართულზე ნგრევის ძლიერი ხმა გაისმა.
ადგილზე მისულმა ინჟინრებმა შენობა შეისწავლეს და ნაპრალი აღმოაჩინეს. მათი დასკვნით, მრავალსართულიანი სახლი 2 მილიმეტრით არის გადახრილი, რის გამოც შენობიდან ადამიანები გაიყვანეს.
ევაკუაცია განხორციელდა ასევე ახლომდებარე შენობებიდან. საფრთხე ემუქრება საცხოვრებელი კომპლექსიდან ერთი კილომეტრის რადიუსში მდებარე ყველა შენობას. საშიში ზონიდან სულ 3000 ადამიანი გაიყვანეს.
სპეციალისტების შიშობენ, რომ შენობა შესაძლოა, ჩამოინგრეს.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სიდნეიში 2018 წელს დასრულდა. კომპლექსში სულ 392 ბინაა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ცათამბჯენის მფლობელი კომპანია , ასევე არქიტექტორი.