სიცოცხლისათვის გადამწყვეტი უიშვიათესი ელემენტი დედამიწაზე შეიძლება ღრმა კოსმოსიდან მოვიდა

18:07, 16.01.2020
This infographic shows the key results from a study that has revealed the interstellar thread of phosphorus, one of life’s building blocks. 
 
 Thanks to ALMA, astronomers could pinpoint where phosphorus-bearing molecules form in star-forming regions like AFGL 5142. The background of this infographic shows a part of the night sky in the constellation of Auriga, where the star-forming region AFGL 5142 is located. The ALMA image of this object is on the top left of the infographic, and one of the locations where the team found phosphorus-bearing molecules is indicated by a circle. The most common phosphorus-bearing molecule in AFGL 5142 is phosphorus monoxide, represented in orange and red in the diagram on the bottom left. Another molecule found was phosphorus nitride, represented in orange and blue. 
 
 Using data from the ROSINA instrument onboard ESA’s Rosetta, astronomers also found phosphorus monoxide on comet 67P/Churyumov–Gerasimenko, shown on the bottom right. This first sighting of phosphorus monoxide on a comet helps astronomers draw a connection between star-forming regions, where the molecule is created, all the way to Earth, where it played a crucial role in starting life.

This infographic shows the key results from a study that has revealed the interstellar thread of phosphorus, one of life’s building blocks.  Thanks to ALMA, astronomers could pinpoint where phosphorus-bearing molecules form in star-forming regions like AFGL 5142. The background of this infographic shows a part of the night sky in the constellation of Auriga, where the star-forming region AFGL 5142 is located. The ALMA image of this object is on the top left of the infographic, and one of the locations where the team found phosphorus-bearing molecules is indicated by a circle. The most common phosphorus-bearing molecule in AFGL 5142 is phosphorus monoxide, represented in orange and red in the diagram on the bottom left. Another molecule found was phosphorus nitride, represented in orange and blue.  Using data from the ROSINA instrument onboard ESA’s Rosetta, astronomers also found phosphorus monoxide on comet 67P/Churyumov–Gerasimenko, shown on the bottom right. This first sighting of phosphorus monoxide on a comet helps astronomers draw a connection between star-forming regions, where the molecule is created, all the way to Earth, where it played a crucial role in starting life.

ფოსფორი — ელემენტი, რომელიც საკვანძოა დნმ-ის წარმოქმნაში და კვებავს სიცოცხლეს დედამიწაზე, პლანეტაზე პირველად შეიძლება კომეტებმა მოიტანა ახლად დაბადებული ვარსკვლავებიდან.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ელემენტი სამყაროში უკიდურესად იშვიათია, დედამიწაზე მისი არსებობა დიდ ხნის განმავლობაში რჩებოდა იდუმალებით მოცულად. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე ფოსფორი პირველად შეიძლება მოლეკულური ფოსფორის მონოქსიდის სახით მოვიდა — ეს გახლავთ ჟანგბადის ერთ მოლეკულასთან გადაბმული ფოსფორი.

ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნებული მათი კვლევის მიხედვით, ფოსფორის მონოქსიდი ახალი ვარსკვლავის დაბადების პროცესში წარმოიქმნება.

მოლეკულა მათ ასევე იპოვეს იუპიტერთან მოძრავ კომეტა ჩურიმოვ-გერასიმენკოში.

ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ფოსფორის მონოქსიდი დედამიწაზე შეიძლება კომეტებმა მოიტანეს.

კვლევის ავტორის, კეთრინ ალტვეგის განცხადებით, ფოსფორი გადამწყვეტია ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლისთვის.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ორგანული ნაერთების დიდი ნაწილი დედამიწაზე სავარაუდოდ კომეტებმა მოიტანეს, ჩურიმოვ-გერასიმენკოში აღმოჩენილი ფოსფორის მონოქსიდი შეიძლება კიდევ უფრო აძლიერებს კავშირს კომეტებსა და დედამიწაზე სიცოცხლეს შორის.

ფოსფორი სამყაროში იშვიათია, მაგრამ სიცოცხლისთვის გადამწყვეტი. ის მოქმედებს როგორც წებო, რომელიც აერთიანებს დნმ-ის შემადგენელი ნუკლეოტიდების ჯაჭვებს. ფოსფორს ასევე წვლილი შეაქვს უჯრედის კედლის მშენებლობასა და ენერგიის შენახვაში.

იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხვდა ეს ელემენტი დედამიწაზე, ასტრონომებმა ვარსკვლავებს მიმართეს.

ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე ტელესკოპ ALMA-ს გამოყენებით, კვლევის ავტორები ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონ AFGL 5142-ს იკვლევდნენ.

ამ შორეული რეგიონიდან მოსული სინათლის ტალღის სიგრძეების შესწავლამ მათ საშუალება მისცა განესაზღვრათ, რა სახის მოლეკულები ურთიერთქმედებდა სინათლესთან.

როგორც მათ აღმოაჩინეს, ფოსფორის მატარებელი მოლეკულები ახალი ვარსკვლავების გარშემო წარმოიქმნება.

ვარსკვლავი იბადება, როდესაც გაზისა და მტვრის ღრუბელი კოლაფსირდება, ეძლევა გრავიტაცია და ერთიანდება ახალ კოსმოსურ ობიექტებში. მასიური ვარსკვლავები ახალგზრდობისას გაზის ნაკადებს ისვრიან, რაც მათ გარშემო არსებულ ვარსკვლავთშორისი მტვრის ღრუბლებში უზარმაზარ ღრმულებს აჩენს.

მეცნიერთა აზრით, ფოსფორიანი მოკელულები ამ ღრუმლების კედლებზე წარმოიქმნება, რადგან მათ მუდამ ურტყამს ახალგაზრდა, მასიურ ვარსკვლავათა რადიაცია.

მიუხედავად ფოსფორის მატარებელი მოლეკულების პოტენციური წარმომავლობის გარკვევისა, რჩებოდა ერთი დიდი კითხვა — როგორ მოვიდა ეს მოლეკულები დედამიწაზე?

მკვლევრებმა ამჯერად მიმართეს ხომალდ „როზეტას“ მონაცემებს, რომელიც კომეტა ჩურიმოვ-გერასიმენკოს გარს უვლიდა 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის სექტემბრამდე.

როზეტას მონაცემებში ასტრონომებს ფოსფორის კვალი უკვე ნაპოვნი ჰქონდათ, მაგრამ გაურკვეველი რჩებოდა, რომელი მოლეკულის ნაწილი იყო ეს ელემენტი.

ალტვეგის თქმით, ერთ-ერთ კონფერენციაზე ერთმა ასტრონომმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველაზე კარგი კანდიდატი ფოსფორის მონოქსიდი იქნებოდა. ამის შემდეგ, ის კვლავ მონაცემებს დაუბრუნდა და ასეც აღმოჩნდა.

ფოსფორის მონოქსიდს კომეტებში მოხვედრა მას შემდეგ შეუძლია, რაც ახლად დაბადებული ვარსკვლავის გარშემო არსებული ღრმულები კოლაფსირდება. მოლეკულები შეიძლება ჩაიჭედოს ახალი ვარსკვლავის გარშემო მოძრავ მტვრის გაყინულ მარცვლებში, რომელთაგან ზოგიერთი, თანდათანობით კომეტებს წარმოქმნის.

ასტრონომთა აზრით, კომეტებმა ადრეულ დედამიწაზე სიცოცხლისთვის გადამწყვეტი სხვა ქიმიური კომპონენტებიც მოიტანა, მაგალითად, ამინომჟავები და წყალიც კი.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

მსგავსი