სიცილიაზე 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ იტალიის ვულკანოლოგიისა და გეოფოზიკის ეროვნული ინსტიტუტი იუწყება.
სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ სანტა-მარია-დი-ლიკოდიიდან სამ კილომეტრში იყო.
როგორც ცნობილია, ღამის საათებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.
მიწისძვრის შედეგად ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.