სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ გერმანულ ენაზე გამოიცა. პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და გამომცემლობის Edition Orient მიერ განხორციელდა. ინფორმაციას წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გერმანულენოვან თარგმანზე ჰაინც ფენრიხმა იმუშავა. წიგნის ილუსტრაციები ზურა მჭედლიშვილს ეკუთვნის.
„სიბრძნე სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ქმნილებაა. ის დაწერილია XVII საუკუნეში. კრებულში შესულია სულხან-საბა ორბელიანის 150-ზე მეტი იგავ–არაკი.