„სი-ენ-ენი“ - ჩინეთი ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს
„სი-ენ-ენის“ ცნობით, ჩინეთი ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადება. საზღვაო მანევრები ფუძიანის პროვინციაში მდებარე პინტგანის კუნძულთან უნდა გაიმართოს.
კუნძულ პინტგანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ უკვე გამოაქვეყნა შესაბამისი გაფრთხილებ და კუნძულის სიახლოვეს გემების გადაადგილება აკრძალა.
სამხედრო სწავლებების გამართვის შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც ვაშინგტონი და პეკინი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის გარშემო დავობენ.
პარალელურად ასევე ცნობილი გახდა, რომ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დონგინის კუნძულის სიახლოვეს ამოუცნობი უპილოტო საფრები აპარატი დააფიქსირა. როგორც უწყებაში განმარტეს, არ არის გამორიცხული, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ტერიტორიის დაზვერვას ახდენდა.
ნენსი პელოსი ვაშინგტონიდან აზიაში პარასკევს გაემგზავრა. ეწვევა თუ არა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანს, ჯერ უცნობია. მიუხედავად ამისა, პენტაგონს უკვე აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც პელოსის ტაივანზე ვიზიტის შემთხვევაში, ამერიკელი მაღალჩინოსნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.