სი ძინპინი - უკრაინის კრიზისის დეესკალაციას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავეხმაროთ და გზა გავუხსნათ მის პოლიტიკურ მოგვარებას
ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინის კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად დეესკალაციას და გზა გავუხსნათ პოლიტიკური მოგვარების მიმართულებით, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტზე განაცხადა.
ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაზე.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღაზის სექტორში ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის აღორძინება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომის ცეცხლის გავრცელება ლიბანში და სავალალო ტანჯვა პალესტინასა და ლიბანში“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გლობალური სამხრეთის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოდერნიზაციისკენ მსვლელობა მონუმენტურია მსოფლიო ისტორიაში და უპრეცედენტო – კაცობრიობის ცივილიზაციაში.
„ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობა და ვიბრძოლოთ საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ერთად უნდა გამოვიდეთ, რათა ჩამოვაყალიბოთ სტაბილიზატორი ძალა მშვიდობისთვის, გავაძლიეროთ გლობალური უსაფრთხოების მმართველობა და გამოვიკვლიოთ გადაწყვეტილებები ცხელი წერტილების საკითხებზე, რომლებიც მიმართულია როგორც სიმპტომების, ასევე ძირეულ მიზეზებისკენ“, – განაცხადა სი ძინპინმა.