სი ძინპინი საფრანგეთიდან სერბეთში ჩავიდა.
სერბეთის აეროპორტში მას ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.
სი ძინპინის ბელგრადში ვიზიტი ნატო-ს მიერ ბელგარდში ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25-ე წლისთავს ეძღვნება. ამ დაბომბვის დროს სამი ჩინელი ჟურნალისტი დაიღუპა.
შეგახსენებთ, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ევროპაში. სი ძინპინი ბელგარდიდან უნგრეთში მიემგზავრება.