სი ძინპინი რუსეთში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს დაესწრება, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიწვევა და ის დაესწრება BRICS-ის სამიტს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ყაზანში გაიმართება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამიტის დროს რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები „გააგრძელებენ სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას“.
ცნობისთვის, ვან ი რუსეთში 11 სექტემბერს ჩავიდა. მანამდე იგი მონაწილეობდა BRICS-ის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრაში.