სი ძინპინი - ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მივყვეთ იმ საერთო გეგმებს, რომელზეც მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა მივაღწიეთ შეთანხმებებს
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მივყვეთ იმ საერთო გეგმას, რომელზეც მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა მივაღწიეთ შეთანხმებებს ბალიში“, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჩინეთის ლიდერის თქმით, მხარეებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც მიაღწიეს შეთანხმებას.
„მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
სი ძინპინსა და ენტონი ბლინკენს შორის ეს პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ. ბლინკენმა მანამდე მოლაპარაკებები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩინეთის ლიდერის მთავარ მრჩეველთანაც გამართა.