სი ძინპინი - კორონავირუსთან ბრძოლა იქნება კრიზისული და დიდი ტესტი ჩინეთისთვის
სი ძინპინი - კორონავირუსთან ბრძოლა იქნება კრიზისული და დიდი ტესტი ჩინეთისთვის

კორონავირუსთან ბრძოლა იქნება კრიზისული და დიდი ტესტი ჩინეთისთვის, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩვენთვის ეს არის კრიზისი და დიდი ტესტიც. ძალიან მძიმე შრომის შემდეგ, არსებული სიტუაცია და ეპიდემიის პრევენციის მცდელობა კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ჩინეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმ ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად, რაც ქვეყანას ვირუსის დაწყებიდან დღემდე მიადგა.