სი ძინპინი - „ერთი სარტყელი, ერთი გზის “ინიციატივის მეშვეობით ჩინეთმა მაღალი ხარისხის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი
სი ძინპინი - „ერთი სარტყელი, ერთი გზის “ინიციატივის მეშვეობით ჩინეთმა მაღალი ხარისხის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობის გამოყენებით დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ოფიციალური პეკინი უცვლელად უნდა მიჰყვეს განვითარების გზას, რომელიც ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მშენებლობას შეუწყობს ხელს და ამასთან, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მეშვეობით, მსოფლიოს ახალი შესაძლებლობები მიაწოდოს.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა.

„ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყანასთან და ხალხთან ერთად, ჩინეთის კომუნისტური პარტია განაგრძობს თანასწორობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების განვითარებას. ჩინეთი გააგრძელებს თანამშრომლობების განვითარებას დაპირისპირებების გარეშე. აგრეთვე არ გაატარებს თვითიზოლაციის პოლიტიკას და მისი ღიაობა გაფართოვდება. ამასთან, შეეწყინააღმდეგება ჰეგემონიზმსა და ძალაუფლების პოლიტიკას“, – აღნიშნა სი ძინპინმა.