სი ძინპინი - ჩინეთსა და ევროპას შორის საჭიროა მეტი ხიდების აშენება, ორივე მხარემ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და შეუწყოს ხელი მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მსოფლიოში
სი ძინპინი - ჩინეთსა და ევროპას შორის საჭიროა მეტი ხიდების აშენება, ორივე მხარემ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და შეუწყოს ხელი მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მსოფლიოში

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ევროპასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო. ამის შესახებ სი ძინპინმა ჩინეთში ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ დე კროს ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„ტურბულენტური საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი ხიდის აშენებაა საჭირო. ორივე მხარემ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და ერთობლივად შეუწყოს ხელი მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ბელგიის პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დასასრულს ჩინეთის ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ის შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს.