სი ძინპინი 22-24 ოქტომბერს რუსეთში „ბრიქსის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
სი ძინპინი 22-24 ოქტომბერს რუსეთში „ბრიქსის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთში „ბრიქსის“ სამიტს დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინი „ბრიქსის“ მე-16 სამიტს დაესწრება, რომელიც ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში და მიმდინარე საერთაშორისო ვითარების შესახებ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„ბრიქსი“ თანასწორობის პრინციპზე შექმნილი ხუთი ქვეყნის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა.