შვილთან ურთიერთობის უფლების განხორციელებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 500 ლარით დაჯარიმდება
შვილთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებებით, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისთვის შვილის გადაცემის შესახებ, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ აღმასრულებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას, თუმცა თუ იგივე ქმედება ჩადენილია განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.