შვილების თანდასწრებით, მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა
შვილების თანდასწრებით, მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული მ.ქ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, 1972 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.