შვიდი მოსამართლე უვადოდ გამწესდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა წარდგენილ შვიდივე კანდიდატს მხარი დაუჭირა და ისინი უვადოდ დაინიშნენ. ამ მოსამართლეებმა სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, დღევანდელ დანიშვნას საბჭოს წევრები მიუდგნენ ფორმალურად და ავტომატურ რეჟიმში მოხდა.
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერა თუ არა აქვს, ისე ვერც ერთი კანდიდატი ვერ დაინიშნება.
დღეს დანიშნული მოსამართლეები არიან: ელენე გოგუაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მერი გულუაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
ხათუნა კაკაბაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
ირაკლი კოპალიანი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ;
თამარ მეშველიანი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ;
დიანა ფარქოსაძე - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
მაია ქოქიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;