შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა: იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს; გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს; თხმორისის წმინდა გიორგის ეკლესიას; ჭაპალას ციხეს; ჭაპალას ხიდს; სოფელ ცხავერში მდებარე ნათლისმცემლის ეკლესიას; ასევე, ფიტარეთის მონასტრის მახლობლად მდებარე „ბნელი ხევის“ ეკლესიას.

აღნიშნული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 25 აპრილს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.