შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა ბაზელის წმინდა იაკობის სახელობის სტადიონზე ფლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 0-0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა შვეიცარიელებმა მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგეს და საკუთარ კედლებში მიღწეული ფრე მათთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა შესაძლებელი იყო ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო, რომ არა მილანის მცველი რიკარდო როდრიგესი, რომელმაც შეხვედრის მეორე დამატებულ წუთზე საკუთარი გუნდის მეკარის, იან ზომერის შეცდომა გამოასწორა და ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მსოფლიოს ჩემპიონატის 32 ფინალისტიდან 27 უკვე ცნობილია:
1. რუსეთი
2. ბელგია
3. ირანი
4. იაპონია
5. მექსიკა
6. ბრაზილია
7. სამხრეთ კორეა
8. საუდის არაბეთი
9. გერმანია
10. ინგლისი
11. ესპანეთი
12. კოსტა რიკა
13. ნიგერია
14. პოლონეთი
15. ეგვიპტე
16. სერბეთი
17. ისლანდია
18. საფრანგეთი
19. პორტუგალია
20. ურუგვაი
21. არგენტინა
22. კოლუმბია
23. პანამა
24. სენეგალი
25. მაროკო
26. ტუნისი
27. შვეიცარია