შვეიცარიულმა კომპანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე მუშაობა შეაჩერა
აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შვეიცარიულმა კომპანიამ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ კომპანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანული გამოცემის ცნობით, შვეიცარიული კომპანია „ალზიასი“ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოებიდან სპეციალურ განმარტებებს ელის, რომლებიც ნორმატიულ, ტექნიკურ და ეკოლოგიურ სფეროებს მოიცავს.
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი. დოკუმენტი პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2-თან“ დაკავშირებით სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აკრძალვები ყველა იმ კომპანიას შეეხება, რომელიც რუსული გაზსადენის მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.