შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის მთავრობას აკრიტიკებს
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრიმი ბრიტანეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს. მიზეზი ბრექსიტთან დაკავშირებით შექმნილი პოლიტიკური კრიზისია. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ოფიციალური ლონდონისთვის ისტორიული შეცდომაა, რომლის პატიებაც შეუძლებელია.
მარგოტ ვალსტრიმი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ბრიტანელებმა პრობლემები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც შეუქმნეს. დიპლომატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობაში არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირის წევრობის იდეას მტკიცედ დაიცავდა.
დღეს ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებაზე იმსჯელებენ, გაიმართება კენჭისყრაც.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.