შვეიცარიის საელჩო - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავონ პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისგან
საქართველოში შვეიცარიის საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის ახალ შემადგენლობაში.
„საელჩო საქართველოში მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის ახალ შემადგენლობაში. შვეიცარია დაეხმარება საქართველოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ კომპრომისს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.