შვეიცარიის საელჩო - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს
შვეიცარიის საელჩო 3 აგვისტოს შოვში სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„შვეიცარიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. გლოვის დღესთან დაკავშირებით, შვეიცარიის დროშა საელჩოს შენობაზე დაეშვება“, – აღნიშნულია შვეიცარიის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.