შვეიცარიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან ვიდეოზარს ქართულ ენაზე გამოეხმაურა
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ვიდეოზარს ქართულ ენაზე, „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ ვერ შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს პირადად. ვიდეოზარით ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, გაუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ხედვა შვეიცარიის, საქართველოსა და მსოფლიოს თანამშრომლობაზე „კოვიდ-19“-ის კრიზისის დასაძლევად“,- წერს შვეიცარიის პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, სიმონეტა სომარუგას დღეს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შვეიცარიისა და საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.