შვეიცარიის პრეზიდენტი - ნუ ელოდებით, რომ დავარღვევთ ჩვენი იარაღის ექსპორტის კანონებს
ნუ ელოდებით, რომ დავარღვევთ ჩვენი იარაღის ექსპორტის კანონებს, – ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ალენ ბერსემ განაცხადა.
უკრაინაში შვეიცარიული იარაღის რეექსპორტის შესაძლებლობაზე საუბრისას ბერსემ განაცხადა, რომ „ამაზე ახლა საუბარიც ზედმეტია“.
შვეიცარიის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ სრულად მიიღო ჰააგის კონვენცია და ასახა ქვეყნის კანონმდებლობაში.
ალენ ბერსემ აღნიშნა, რომ შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს, მათ „ძალიან სერიოზულად“ უყურებს და აკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს მათი დაცვა.
შვეიცარიის პრეზიდენტს გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს, მისცემდა თუ არა გერმანიას უფლებას, უკრაინისთვის მიეწოდებინა შვეიცარიული წარმოების საბრძოლო მასალები გეპარდის ტიპის ტანკებისთვის.