შვეიცარიის პრეზიდენტი - ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან, თქვენს ქვეყანას შეუძლია, კარგი როლი ითამაშოს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში
შვეიცარია უკიდურესად შეშფოთებულია რეგიონში არსებული სიტუაციით. ბუნებრივია, ჩვენი ფოკუსი ახლა უკრაინაში მიმდინარე ომზეა, თუმცა ამავდროულად მთელ რეგიონზეც, სადაც არასტაბილური ვითარებაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდნეტმა, იგნასიო კასისმა განუცხადა.
მისი თქმით, ყველას ინტერესია, რომ რაც შეიძლება მალე შეჩერდეს ომი უკრაინაში და დასტაბილურდეს სიტუაცია მთელ რეგიონში..
„ადრე იმედს ვამყარებდით ეუთო-ს სამშვიდობო მისიების მუშაობაზე, მაგრამ ახლა ეს მისიაც რაღაცნაირად დაბლოკილია. ჩვენ გვსურს, რეგიონში არსებულ კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო მისიები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი მშვიდობის შენარჩუნებისთვის და საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ. ყველას ინტერესია, რომ რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ ომი უკრაინაში, დავასტაბილუროთ სიტუაცია მთელ რეგიონში. ჩვენ ძალიან კარგი, ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. თქვენს ქვეყანას შეუძლია, ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და კარგი როლი ითამაშოს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში“, – განაცხადა იგნასიო კასისმა.