შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ „რუსი და სხვა უცხო ქვეყნის ჯაშუშების ქვეყნიდან სისტემატური გაძევების“ კანონპროექტის გამკაცრებას დაუჭირა მხარი
შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ ქვეყნიდან ჯაშუშების გაძევების ზომების გამკაცრების კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კანონპროექტს სახელწოდებით „რუსი ჯაშუშების და სხვა უცხო ქვეყნის ჯაშუშების ქვეყნიდან სისტემატური გაძევება“ შვეიცარიის ზედა პალატის კანონმდებლებიდან 32-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰრედმაც.
„უცხოურმა სახელმწიფოებმა უნდა იგრძნონ, რომ შვეიცარია რეაგირებს თავისი უსაფრთხოების დარღვევებზე და იცავს საკუთარ თავს“, – განაცხადა ამჰრედმა პარლამენტისადმი მიმართვისას.
ამჰერდის თქმით, მთავრობას სურდა, თანმიმდევრულად გაეძევებინა ქვეყნიდან დაზვერვის აგენტები, რომელთა საქმიანობაც საფრთხეს უქმნის შვეიცარიის უსაფრთხოებას ან მის, როგორც „სამშვიდობო სამიტის“ მასპინძელი სახელმწიფოს როლს.
შეგახსენებთ, მშვიდობის გლობალური სამიტი 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბიურგენსტოკში გაიმართება.