შვეიცარიის პარლამენტი ტვირთების მიწისქვეშა ტრანსპორტირების პროექტის განხილვას იწყებს
შვეიცარიის პარლამენტი იწყებს ახალი, ინოვაციური პროექტის განხილვას, რომელიც ტვირთების მიწისქვეშა ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის განხორციელება 2030 წელს დაიწყება და 2045 წელს დასრულდება. პროექტით გათვალისწინებული 490 კილომეტრის სიგრძის გვირაბთა სისტემა დისტრიბუციის მთავარ ცენტრებს დააკავშირებს.
ეკოლოგიურად სუფთა მიწისქვეშა ტრანსპორტი განტვირთავს საავტომობილო გზებსა და რკინიგზას.
პროექტი კერძო დაფინანსებით განხორციელდება.
🚇 შვეიცარიის პარლამენტი იწყებს ახალი, ინოვაციური პროექტის განხილვას, რომელიც ტვირთების მიწისქვეშა ტრასნპორტირებას…
Posted by Embassy of Switzerland in Georgia on ხუთშაბათი, 21 იანვარი, 2021