შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, ტურისტების მოზიდვისა და ადგილობრივი ნაწარმის გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
„აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთია სხვათა შორის, რომელიც შვეიცარიის მთავრობამ ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში დააფინანსა“, – აცხადებენ საელჩოში.