შვეიცარიის მთავრობა - პრეზიდენტი მაურერი ​ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაში, სამხრეთ კავკასიასა და სირიაში კონფლიქტებზე ისაუბრებს
შვეიცარიის მთავრობა - პრეზიდენტი მაურერი ​ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაში, სამხრეთ კავკასიასა და სირიაში კონფლიქტებზე ისაუბრებს

შვეიცარიის პრეზიდენტი უელი მაურერი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ კავკასიასა და სირიაში კონფლიქტებზე ისაუბრებს. ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

„საუბარი შეეხება აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ კავკასიასა და სირიაში კონფლიქტებს, ასევე ამ რეგიონებში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ შვეიცარიის ძალისხმევას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და უელი მაურერი განიხილავენ რუსეთ-შვეიცარიის თანამშრომლობის გაგრძელების საკვანძო საკითხებს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ თემებს.

უელი მაურერი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 21 ნოემბერს გამართავს. შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს შეხვდება. რუსეთიდან უელი მაურერი ყაზახეთში გაემგზავრება.